მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში და საქართველოში ოლიგარქებთან გარიგებას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში და საქართველოში ოლიგარქებთან გარიგებას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ

არ ვაპირებ დავუთმო, მითუმეტეს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც, მათ შორის, აქ წყდება საქართველოს ბედი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აქვს მოლაპარაკება ბიძინა ივანიშვილთა და "ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს".

"რამდენჯერმე შემომითვალეს მუქარა, ხალხი გამომიგზავნეს, რომ მივეხვედრებინე. მერე პირდაპირ მითხრეს, თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით, ისევე გაგიშვებთო. არავის არ ვაპირებ დავუთმო და მითუმეტეს ოლიგარქებს და მითუმეტეს კორუმპირებულ კასტას საჯიჯგნად ჩემი საყვარელი უკრაინაც, მათ შორის, აქ წყდება საქართველოს ბედი. საქართველოში ოლიგარქებთან დათმობამ სადამდე მიგვიყვანა, ეს იყო ჩემი პირადი შეცდომა, ყველამ დავინახეთ. საქართველო განადგურების პირას არის. უკრაინაში და პარალელურად საქართველოში ოლიგარქებთან დათმობებს არ ვაპირებ და გარიგებებს არც არასდროს არ ვაპირებდი. ეს არის და ეს. ვიბრძოლებ ბოლომდე, მაქვს მხარდაჭერა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო ასევე ჰგავს ერთ ადამიანს, რომელსაც ის იცნობდა და ეს არის ედუარდ შევარდნაძე.

"ასე რომ, ზუსტად ვიცი, ედუარდ შევარდნაძესთან როგორი მეთოდებით მქონდა ურთიერთობა ბოლო წლებში, ზუსტად ვიცი, ოლიგარქებთან როგორ უნდა მქონოდა ურთიერთობა და რა შეცდომები დავუშვი. ამიტომ ამ ორი გამოცდილებით გამდიდრებული და იმ პირობებში, როდესაც ენერგია საკმარისზე მეტი მაქვს, მაქვს საბრძოლო განწყობა, ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ და ბოლომდე მივიყვანთ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელახალ გათავისუფლებას", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."