გიორგი კვირიკაშვილი - კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

გიორგი კვირიკაშვილი - კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

მინდა მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში ეწეოდა და წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "შუახევიჰესის" მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, როდესაც მან სიტყვა ვიცე პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს გადასცა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.

"მინდა სიტყვა გადავცე ენერგეტიკის მინისტრს, ადამიანს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში. მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებული ვართ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."