ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უკვე ბათუმშია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უკვე ბათუმშია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო უკვე ბათუმშია. ბუკიკიო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრო "შერატონში" გაემგზავრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.

ბუკიკიოსთან ერთად ბათუმს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმარი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები და თავმჯდომარეები ეწვივნენ.

საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს მასპინძლობს.

კონგრესის საზეიმო გახსნის ცერემონია ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. სესიის მოდერატორი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."