ჯანი ბუკიკიო - პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ

ჯანი ბუკიკიო - პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ

შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სამუშაო ჩავატარეთ. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველაფერი გააკეთონ, რათა კომპრომისი გამონახონ, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ბათუმის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

"რაც შეეხება თვითონ კონსტიტუციის პროექტს, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება ანგარიშში გამოვთქვით, რომელიც გასაჯაროვდა. ასე რომ, ჩვენი პოზიცია კარგად იცით. ეს პოზიცია დადებითია. კონსტიტუციის პროექტის ტექსტი კარგია. მაგრამ უნდა ღვნიშნო, რომ ყველაზე მთავარი კონსენსუსია", - აღნიშნა მან.

ჯანი ბუკიკიო ასევე შეეხო 2024 წლამდე პროპორციული სისტემის შემოღების გადავადებას. "რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."