ჯანი ბუკიკიო - ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ჯანი ბუკიკიო - ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის შეფასებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებულია, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი იმედის მომცემი იყო. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში თახმობა არსებობდა იმაზე, რომ ვენეციის კომისიის რჩევები გათვალისწინებული ყოფილიყო.

"ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველა პოლიტიკურ ძალას, კომპრომისის მისაღწევად ყველა ღონეს მიმართონ. იცით ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება საერთო ჯამში პოზიტიურია, თუმცა არსებობს საკითხები, რომელზეც მუშაობა საჭიროა, რადგან უფრო დახვეწილი შედეგი მივიღოთ. საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობის, კონსტიტუციური სასამართლოს, პრეზიდენტის არჩევის და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის აუცილებელია", - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."