გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი კომპრომისები და ოპოზიციამ ამას უნდა შეხედოს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი კომპრომისები და ოპოზიციამ ამას უნდა შეხედოს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ვენეციის კომისიის თანადგომას ჩვენი ქვეყნისადმი და ძალიან ვაფასებთ პირადად ბატონი ჯანი ბუკიკიოს ძალიან მნიშვენლოვან რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციები იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

„რა თქმა უნდა, ასეთი რანგის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა საუბარი ასევე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."