"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრების შემდეგ

"ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში შეხვედრების შემდეგ

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები" - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს", - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. ბუკიკიომ აღნიშნა, რომ მომზადებული ცვლილებები კარგი პროექტია, რომლის გაუმჯობესება შეიძლება.

"საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ. როგორც უკვე ვთქვი, ეს კარგი პროექტია, მისი გაუმჯობესება შეიძლება. ჩვენს მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შემდეგ რიგი ცვლილებები იყო შეტანილი. ცვლილებები, რომლებიც არ მიიღეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. მე მოვუწოდე მხარეებს, რომ კომპრომისი გამოძებნონ, რათა კონსენსუსი იქნას მიღწეული და რომ ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური ტექსტი იყოს.

კონსენსუსის მიღწევის საკითხში მთავარი მოთამაშე პარტიაა, რომელსაც უმრავლესობა აქვს, მაგრამ ასევე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებიც. მათ უნდა გამოძებნონ კომპრომისი. უნდა იყოს დიალოგი. ხალხმა უნდა ისაუბროს, რათა გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."