გიორგი ვოლსკი - ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს

გიორგი ვოლსკი - ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ხვალისთვის გადაიდო და სხდომა დახურულად გამოცხადდა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრებისას სხვისი პულტებით ხმის მიცემის სავარაუდო ფაქტს ჰქონდა ადგილი. სხვისი პულტების გამოყენება უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დააფიქსირა. მან ის დეპუტატები დაასახელა, რომლებიც სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ, თუმცა გოგორიშვილის ინფორმაციით, მათ კენჭისყრების წინ რეგისტრაცია გაიარეს.

სხდომის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ სპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოუწოდა, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ კი გიორგი ვოლსკიმ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"მართალი გითხრათ არ მოველოდი, ჩემი ეჭვი იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დეპუტატი აკლია, დადასტურდა. მე არა მგონია, რომ საჭირო იყოს დამატებითი რეგისტრაციის ჩატარება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ რამდენჯერმე მოვითხოვე - დიდი რაოდენობა ხალხი არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ თავს უფლება მისცეს დატოვოს სხდომათა დარბაზი იმ იმედით, რომ კოლეგები ადგილზე არიან. ამავე დროს, მოვილაპარაკეთ და ვფიქრობთ, საპროცედურო კომიტეტმა უფრო ღრმად უდან ჩაიხედოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა დროც არ უდნა დასჭრიდეს ამას და კენჭისყრები გავაგრძელოთ ხვალ, 12:00 საათისთვის ყველას უკლებლივ გთხოვთ, ვიყოთ სხდომათა დარბაზში. ბიურო, შესაბამისად, ნახევარი საათით ადრე ჩატარდება. სხდომას დახურულად ვაცხადებ, ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის სხდომა ისე დახურა, რომ ჩაქუჩი არ დაურტყამს. რეგლამენტის 135-ე მუხლის თანახმად კი, სხდომის წამყვანი ვალდებულია, დეპუტატებს სხდომის დასრულება ჩაქუჩის სამი დარტყმით აცნობოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."