კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

 კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, კანდიდატად მის ოფიციალურად წარდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, "2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ თბილისის გამარჯვებისთვის".

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მის ლიდერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს წარდგენისთვის. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ ამ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო წარდგენილი თბილისის მერის პოსტზე. განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში. ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება და დრო ვერ აუფერულებს ამ ემოციას. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი გამარჯვება და მისკენ სავალი რთული გზები, მაგრამ ყოველთვის მყავდა გვერდით გუნდი - ფეხბურთში, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში, ენერგეტიკაში! ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს , ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად. ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! თბილისი გაიმარჯვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი.

"2012 წელს, როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ. ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. 2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებული ჭრილობები და ახლაც, 2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ,- ჩვენ ვიბრძოლებთ თბილისის გამარჯვებისთვის. ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი", - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის სიტყვა, რომლითაც მერობის კანდიდატად წარდგენის დროს თბილისელებს მთაწმინდის პარკში მიმართა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."