გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში "დამაჯერებლად გაიმარჯვებს"

 გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში "დამაჯერებლად გაიმარჯვებს"

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს კახა კალაძის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

"კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატურა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ძალიან პატიოსან ბრძოლაში და ეს გამარჯვება იქნება თითოეული თბილისელის იმედების ასრულება. ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, განუმეორებელი დედაქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამაში ეჭვი ერთი წამითაც კი არ მეპარება", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."