ინციდენტი მთაწმინდის პარკში, კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის პარალელურად

ინციდენტი მთაწმინდის პარკში, კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის პარალელურად

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან მამაკაცი მივიდა, რომელმაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ძალის გამოყენებით ხმის გამაძლიერებელი წაართვა და ტერიტორიიდან გაიქცა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციაზე მობილიზებულ სამართალდამცავებს ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას, მათი პრობლემისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ნაწილი კი, კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებდა.

მთაწმინდის პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

ნახეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."