გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა

გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა

ჩვენ არასდროს შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს, რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მცოცავი ოუპაციის შესაჩერებლად რა ბერკეტები არსებობს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ეს შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე". გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ვითარებას რამდენიმე კომპონენტი გააჩნია და მათ შორის მთავარი არის რუსეთი.

"პირველი ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთდროულად ცდილობს, იყოს გლობალური პოლიტიკის მოთამაშე, იყოს იმ დიდ ქვეყანათა შორის, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს პლანეტაზე წესრიგს და ამავე დროს აქვე, ევროპის ტერიტორიაზე საქართველოში მოქმედებს სრულიად შუასაკუნებრივი ლოგიკით, სადაც დამოკიდებულება არის ასეთი - მე რადგან გამაჩნია იარაღი, გამაჩნია ძალაუფლება, მე მაქვს შენს ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო შენაერთები, შეგიქმნი სირთულეს ყოველდღიურად. ეს არის ის შუასაუკუნებრივი ლოგიკა, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა. რუსეთის ფედერაციას აქვს ერთი რიტორიკა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რას ამბობენ - ისინი გვეუბნებინ ჩვენ ძალიან მტკივნეულ რამეს, რომ მიიღეთ რეალობაო. ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რომ შეარყიონ ჩვენი მდგრადობა და ერთიანობა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებაში არ უნდა მოდუნდეს არავინ, არც პრეზიდენტი, არც საგარეო უწყება, არც ოპოზიცია და არც რიგითი მოქალაქე. "არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხართის გაბმა, არც ერთი კვადრატული მეტრი, რომლის დაპყრობასაც ახორციელებს ოკუპანტი ძალა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."