პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პოლიტიკურ პროცესზე არ იძალადოს

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პოლიტიკურ პროცესზე არ იძალადოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გაბაცხადა. მან საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

"მივესალმები პრემიერ მინისტრის წინადადებას კონსულტაციებზე კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მოვუწოდე პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა კონსტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, ქვეყნის გამაერთიანებელი დოკუმენტი. მინდა მოვუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად იყოს დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამით შევინარჩუნებთ იმ ღირებულებებს, რასაც დღეს ერთად ვზეიმობთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."