პრეზიდენტი ამერიკის ელჩს - ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს

პრეზიდენტი ამერიკის ელჩს - ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს

ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს იან კელის. პრეზიდენტი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

"გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს. ცოტაა ტექსტი კაცობრიობის ისტორიაში, ისეთი ამაღელვებელი ტექსტი, როგორიც დამოუკიდებლობის დეკლარაციაა. ამ დეკლარაციის ავტორები ამბობენ - ადამიანი გაჩენილია ღმერთისგან მიცემული უფლებით, რომ ესწრაფვოდეს ბედნიერებას და ამ განცხადებას ხელს აწერენ თავისი სიცოცხლით, ქონებით და უფლებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელმა ხალხმა 240-ზე მეტი წელი შეძლო ამ ღირებულებების შენარჩუნება, ამიტომ ვზეიმობთ ამ დღეს თქვენთან ერთად. ჩვენ ვართ ამაყი თქვენი მოკავშირეობით. თქვენ ამაყები ვართ, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ფორმაში ერთად იბრძვიან. ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."