პრემიერი ოკუპაციის საკითხზე: "გადავდგამთ იმ ნაბიჯებს... მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით"

პრემიერი ოკუპაციის საკითხზე: "გადავდგამთ იმ ნაბიჯებს... მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით"

"ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე - რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ოკუპაცია არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრიათ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.

"ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება. ჩვენს ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში.

ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, თითქოსდა ჩვენ ეს საკითხი არ აგვაქვს პირველ საკითხად და მათი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე შრეში. შემიძლია გიხრათ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას, ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა. მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე, ჩემი სიტყვები იყო - ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. მინდა, ეს თქვენ იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, 135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი, დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას მემკვიდრეობად დარჩა. მიუხედავად ამისა კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება აუცილებლად გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

"გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ 135 სოფელი, როგორც ამას ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი, დაკარგული გახლავთ არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე - რა თქმა უნდა მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემთ არავის საშუალებას, იმ ადამიანებს და ადამიანები არ იცვლებიან, რომლებმაც 26 წელი ჩაკეტილ წრეზე ატარეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ამ წრეზე შეგვიყვანონ. ეს არის გამორიცხული. ძნელია, მაგრამ ცივი გონებით, ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."