რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა?

რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა?

გასული წლის 3 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შემოსავალმა 43 428,17 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 5 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჯეჯელავა ფლობს 95 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai ix35.

დეკლარაციის შევსების მომენტში, "თიბისი ბანკის" ანაბრებზე - 22 589,67 დოლარი ; სახელფასოზე - 402,4 ლარი; მიმდინარე ანგარიშზე - 73,43 დოლარი; ხოლო საკრედიტოზე - 42,89 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის თანახმად, 2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ააიპ მართვის აკადემიის" თავმჯდომარის პოსტზე ჯეჯელავამ 110 402,10 ლარი შეადგინა; ამავე პერიოდში როგორც მოწვეულმა პროფესორმა შემოსავლის სახით, შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტში " 2 625 ლარი; შპს "კავკასიის უნივერსიტეტში" კი 750 ლარი შეადგინა.

განათლების მინისტრს, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა 13 000 დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი "თი-ბი-სი" ბანკში, რომლის გასავალმაც 2016 წლის განმავლობაში 10 263,59 დოლარი შეადგინა; ასევე ამავე ბანკში ჰქონდა 65 000 ლარის ოდენობის

იპოთეკური სესხი, რომლის გასავალმაც წინა წელს 27 048,40 ლარი შეადგინა. მის სახელზე იყო ასევე შპს "აი-ბი-ეფ"-ზე გაცემული 13 000 დოლარის ოდენობის სესხი.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."