ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - "საქართველო-რუსეთი-ნატოს" შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ადა მარშანია დუმაში დიალოგის ახალი ფორმატის - "საქართველო-რუსეთი-ნატოს" შექმნის ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა რუს დეპუტატებს, მოსკოვში შეხვედრისას, შესთავაზეს, ჩამოყალიბდეს დიალოგის ახალი ფორმატი "საქართველო-რუსეთი-ნატო" კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, საზღვრების დასაცავად და საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

"მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორია არავის მიერ და არასდროს უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო პლაცდარმის სახით რუსეთის წინააღმდეგ. არასდროს, არც ნატომ, არც სხვა სამხედრო ალიანსმა არ უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა მარშანიამ დუმაში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ქართველი დეპუტატები მიჩნევენ, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს დიალოგის ახალი ფორმატი "საქართველო-რუსეთი-ნატო".

"ამ ფორმატის ფარგლებში უნდა გამომუშავდეს ნდობის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას კავკასიაში, საზღვრების დაცვას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებს. ჩვენი პარტია მზად არის ამ იდეის წამოსაწევად საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდანაც და საერთაშორისო ასპარეზზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პარტიას შეუძლია ჩაატაროს თბილისში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ამ იდეას მიეძღვნებოდა. ჩვენ ვეპატიჟებით კოლეგებს დუმიდან და ფედერაციის საბჭოდან, ჩაერთონ ასეთი ფორუმის მომზადებაში", - განაცხადა მარშანიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები