მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო... გიშველათ მილიარდერმა?!

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო... გიშველათ მილიარდერმა?!

საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისმა ხელისუფლებამ 2012 წელს თითქმის 16 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტი დატოვა. 4 წლის თავზე კი ეს შემცირდა მილიარდნახევარი დოლარით.

"ჩვენ 2012 წელს თითქმის 16 მილიარდის ოდენობის ბიუჯეტი დავტოვეთ. 4 წლის თავზე ეს შემცირდა მილიარდნახევარი დოლარით. ე.ი. საქართველომ საგრძნობლად უკან დაიხია. ამათ საშინაო ვალი 2, ხოლო საგარეო ვალი ერთი მილიარდი ლარით გაზარდეს.

ჩვენ ვალს რომ ვიღებდით, ეკონომიკაში ვდებდით და შემდეგ ვიხდიდით, ესენი კი თვითონ ირიგებენ და ნაცნობობაში ხარჯავენ ფულს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი 50-დან 20 პროცენტზე ჩამოვიდა. დღეს საქართველოში 69 პროცენტია ღარიბი და 24 პროცენტი - სიღარიბესთან ახლოს. საქართველო ჯერ დაპაუზდა და შემდეგ უკან გადახვევა დაიწყო. შემცირდა შემოსავლები და საშუალო ხელფასი, ფასები კი გაიზარდა. გიშველათ მილიარდერმა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."