კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:29 / 12-07-2017
ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო: რას საქმიანობდა ოთო აბესაძე დაპატიმრებამდე - ახალგაზრდა ჩინოვნიკის კრახით დასრულებული წარმატებული კარიერა

28 წლის აბესაძე პოლიტიკაში ადრეულ ასაკში ჩაერთო. როგორც თვითონ ხშირად ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იყო, მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში, 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალდა კიდეც. იყო კოალიცია "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის
შემდეგაც, პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მისი თანამდებობრივი წინსვლა. "ოცნებასთან" დამეგობრების ამბავს "თაიმერთან" ინტერვიუში აბესაძე ასე იხსენებს:

"პარლამენტის უკანა სკვერთან, ველოსიპედით ვსეირნობდი, სადაც აბსოლუტურად შემთხვევით გიორგი მარგველაშვილი გავიცანი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა… აზრები გავცვალეთ, ვილაპარაკეთ, "ოცნებაში" ჩამრთო, არჩენები მოვიგეთ და განათლების მინისტრი რომ გახდა, გიორგიმ თავის მრჩევლად დამნიშნა. ერთი წელი გიორგის მრჩევლად ვიმუშავე, მერე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მისი ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, თუმცა ჩემი და გიორგის პოლიტიკური ვალდებულებები 27 ოქტომბერს, ანუ მისი გამარჯვების დღეს დამთავრდა... განათლების სისტემა ჩემი ოჯახია, ბევრი პროექტი დავიწყე და ვთხოვე, აქ დავრჩები, რადგან მირჩევნია, ის საქმე ვაკეთო, რაც ვიცი და კარგად გამომდის-მეთქი. გიორგისაც კარგად ვიცნობ და მის ოჯახსაც, მაგრამ სამი წელია, საქმიანი კვეთა აღარ მქონია, თუმცა, ერთმანეთს ყოველთვის თბილად და მეგობრულად ვხვდებით" - ამბობს "თაიმერთან" ინტერვიუში აბესაძე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პარტიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი აბესაძე წლების მანძილზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო, ზუსტად ერთი წლის წინ კი თითქმის 4-წლიანი მუშაობის შემდეგ განათლების სამინისტრო დატოვა და თბილისის მერიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ამ დრომდე მუშაობდა, სანამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავებდნენ.

ოთო აბესაძე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად წერს პოლიტიკურად და საზოგადოებრივად ცხელ თემებზე, "ქართული ოცნების" საქმიანობას დადებითად აფასებს, ოპონენტებს კი მკვეთრად ნეგატიურ კონტექტში მოიხსენიებს პოსტებში.

ერთ-ერთ პოსტში თავადვე დაწერა, რომ "ოცნების ბიჭს" ეძახიან, რაც შემდეგ ინტერვიუში ეს ასე განმარტა: "ეს "საგრიმიოროს შუტკაა". ბოლო დროს ტელევიზიებში სტუმრობა ხშირად მიწევს. ჰოდა, "მაესტროში" ვიყავი, საგრიმიოროში პროდიუსერმა შემოიხედა და ჩაილაპარაკა, უი, "ოცნების" ბიჭი მოსულაო და ასე შემრჩა "დრიმ ბოის" სახელი".

რაც შეეხება აბესაძის ბრალს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13:07 / 18-07-2017
აკა
2

2011წლის 24-26 მაისს ვ ო ვ ა ს მეგობარმა ბურჯანაძემ თანამოაზრეებთან ( ნონა გაფრინდაშვილი, ესაძე, და სხვა ცნობილი სახეები) ერთად, პ უ ტ ი ნ ი ს ინსტრუქტაჟით სერიოზული არეულობა წამოიწყო .საქართველობის დმოუკიდებლობის წინააღმდეგ... ღალატით შეუტიეს ქვენის სიუბილეო დამოუკიდებლობის 20 წლისთავს..

გაცოფებული ჯაველიძე, თბილისელებს მოუწოდებდა შეთქმულებაში მონაწილეობას.. ბურჯანაძეების წინასწარ მობილიზებული და კ ო მ ბ ლ ე ბ ი თ შეიარაღებული ბ რ ბ ო ღამის თორმეტი საათის შემდეგაც არ დაშალა. დაკარა კონტროლი და ,,ბელა ჩაოს“ მღეროდა. შ ე გ ნ ე ბ უ ლ ი ავანტიურა, მსხვერპლით დამთავრდა.. ს ა მ შ ო ბ ლ ო ს ღ ა ლ ა ტ ი სახეზეა...
ბეცი ა ბ ე ს ა ძ ე პოლიტიკაში ადრეულ ასაკში ჩაერთო. საბედისწერო შეცდომა დუშვა. ,,,პოლიტიკოსს“ ‘მაგრა შეეშალა ,როცა მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, 26 მაისის შეთქმულებაში და დარბევის დროს დაზარალდა კიდეც... ფაქტიურად იბრძოდა სამშობლოს მოღალატეთა ( ვ ო ვ ა ს ). მხარეს !!! .გავიდა დრო ...
გახდა კოალიცია "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, და დაიწყო მისი თანამდებობრივი წინსვლა. (დანარჩენზე არ შევჩერდები) ღმერთმა სამშობლოს ღალატი არ შეარჩინა და ს ა ტ ა ნ ი ს ხიბლით, ს ა ც ი ხ ე დ გაიხადა საქმე...
12:51 / 16-07-2017
zastaoeli
1
შვილებო,ნუ ხართ საკუთარი თავის მტრები....სამსახურები გაქვთ,ოთხნიშნა ხელფასები,პრემიები...დაწყნარდით,დამშვიდდით და" ყოველ დღესა თქვენს თავს ჰკითხეთ,აბა,დღეს მე ვის რა ვარგე"...
მსგავსი სიახლეები
"ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას აქვს პროცესში აქტიურად მონაწილეობის სურვილი"
საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება
დაცვის მხარის შუამდგომლობას პროცესის ნაწილობრივ დახურვის თაობაზე პროკურორი ირაკლი მარშანიაც დაეთანხმა
ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი ექსპერტი აბესაძის საექსპერტო
აბესაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება
"დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა. მხარეები შესავალ სიტყვას ვიტყვით"
დაცვის მხარე ხვალ აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსაც დააყენებს სასამართლოზე
დაცვის მხარე პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა
"ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:35 / 17-11-2017  Image რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ
"გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ"
17:32 / 17-11-2017  Image განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ჩემი გატაცება შემოსავლიან საქმიანობად იქცეოდა"
10:08 / 17-11-2017  Image "პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას საქართველოში თავისი სახე ჰყავს
20:22 / 17-11-2017  Image "აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
20:08 / 17-11-2017  Image ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49