"უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო" - თამარ ჩუგოშვილი სააკაშვილზე

"უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო" - თამარ ჩუგოშვილი სააკაშვილზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

"ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, მაინც დავწერ. PACE-ს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ). მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."