10 გახმაურებული კორუფციული საქმე მერიაში

10 გახმაურებული კორუფციული საქმე მერიაში

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა დღეს, თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა.

გამოძიების თანახმად, აბესაძე მოქალაქეებს მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

თუმცა, აბესაძის შემთხვევა პირველი არ არის და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 10 გახმაურებული კორუფციული ფაქტი მოხდა.

ჯოკია ბოდოკია - თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

მამუკა ცაავა - ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ცაავამ ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 3 000 ევრო მოსთხოვა.

მიხეილ ქვირია - საბურთალოს რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა იმისთვის დააკავეს, რომ ინდოეთისა და ერაყის მოქალაქეებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენაში, აუქციონის მომზადებასა და ჩატარებაში დახმარების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარი გამოართვა.

გიორგი გვენეტაძე - სამგორის რაიონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე მაშინ დააკავეს, როცა სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა დაგამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მეწარმეს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარი. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი - 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძემ გაქცევა სცადა, თუმცა დევნისას საჭე ვერ და იმორჩილა და რკინის ბოძს შეეჯახა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."