რებეკა ჰარმსი - აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

რებეკა ჰარმსი - აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.

რებეკა ჰარმსის თქმით, თბილისში ვიზიტის დროს ის შეხვდა აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის ადვოკატს.

"ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ევროპარლამენტში. აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას იმ ადამიანებთან, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალებათ. ვფიქრობ, აფგან მუხთარლის და მის მეუღლეს აუცილებლად უნდა მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. ჩვენ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი და გავაგრძელოთ ბრძოლა აფგან მუხთარლის გათავისუფლებისთვის. მისი მგომარეობა აზერბაიჯანის საპყრობილეში გაცილებით მძიმეა, ვიდრე მუსტაფა ემრე ჩაბუქის - საქართველოში. ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართავ აზერბაიჯანის მთავრობასაც",- განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."