კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:16 / 16-07-2017
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობამ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს
მასწავლებლობა გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში კრიმინალი არ არის. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა უნდა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა სკოლა-ლიცეუმ "სხივში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს ციხეში მოინახულა. მან მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას, ვინაიდან, მისი თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალიან კარგად ეპყრობიან.

"ვფიქრობ, არავინ იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში. მე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. თურქეთშიც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, სულ არ არის კრიმინალი იყო
ჟურნალისტი; სულ არ არის კრიმინალი, იყო ოპოზიციონერი დეპუტატი; ასევე, არ არის კრიმინალი, იყო მასწავლებელი საქართველოში. მე ვცდილობ დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არ არის დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან", - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც თურქული მხარის მიერ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
23:18 / 17-07-2017
ssd
7
ჩაგვიყენოს ერთი ბაზა აშშ-მ რა. ერდოღანიც დაწყნარდება ცოტათი.
19:12 / 17-07-2017
tngh
1
თუ გვინდა, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი საზოგადოება ავაშენოთ, ამ ქალბატონის ყველა რეკომენდაცია უპირობოდ უნდა შევასრულოთ. აბა გამთლიანებული, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველო ვის რაში სჭირდება...
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
03:46 / 25-11-2017  Image "დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება
"ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
00:55 / 25-11-2017  Image საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"
+VIDEO| 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი" ხუთვარსკვლავიანია და 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა
03:04 / 25-11-2017  Image ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებვით ინფორმაციას BBC აქვეყნებს
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49