როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას

როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილმა წარმომადგენელმა, თათია დოლიძემ 14 ივლისს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და ორგანიზატორების მოთხოვნები გააკრიტიკა. დოლიძის პოსტს მარშის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთი უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით "ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, კრიტიკის შემდეგ, კიდევ უფრო აგრესიული და უცენზურო კომენტარები დაწერეს (წაიკითხეთ ვრცლად)

სოციალურ ქსელში გამართულ დაპირისპირებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც მხარეებს კორექტულობისა და ღირსეული ოპონირებისკენ მოუწოდებს:

"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში.

განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში" - ვკითხულობთ კალაძის პოსტში.

წაიკითხეთ: "ვაი თქვენს კაცობას!" - თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."