ნიკა მელია - ახალციხეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსმა და გამგეობის თანამშრომლებმა ენმ-ს 3 წევრი სასტიკად სცემეს

ნიკა მელია - ახალციხეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსმა და გამგეობის თანამშრომლებმა ენმ-ს 3 წევრი სასტიკად სცემეს

"ქართულმა ოცნებამ" სამწუხაროდ წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაიწყო, რომელსაც ის უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში იყენებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ამავე რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსმა ზაზა გელაძემ და გამგეობის და გუბერნიის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ჩვენი წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 80 წლის მამა ნოდარ კაპანაძე და 23 წლის შვილი ზურაბ კაპანაძე. 23 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ქართულმა ოცნებამ" სამწუხაროდ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც ის იყენებს უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში. რასაც ვვარაუდობდით, როგორც ჩანს, კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი აქამდე ჩატარებულა და ამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ტრადიციულად იყენებდა. ჩვენ ძალიან მწვავე რეაგირება გვექნება ყოველივე ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ უმოწყალოდ ამ ადამიანებს, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნები ამ სოფელში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა და ერთგვარი ანგარიშსწორება განახორციელეს მათ მიმართ",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."