საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვია

საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვია

საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. უკრაინის პირველი პირის თვითმფრიავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრა.

პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით იმართება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის პირველ პირს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დახვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისიპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმაენთს, ამის შემდეგ კი ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის საერთო განცხადებებს გააკეთებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო-უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა და სიტუაციას ადგილზე გაეცნობა. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგემება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება. მესტიაში მარგიანების სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს და ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს, ბათუმში კი უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე შეხვდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."