გიორგი მარგველაშვილი პოროშენკოს - ოკუპაციის ხაზები ჩვენს სახელმწიფოებში დაინგრევა

გიორგი მარგველაშვილი პოროშენკოს - ოკუპაციის ხაზები ჩვენს სახელმწიფოებში დაინგრევა

არც ქართველები, არც უკრაინელები არასოდეს გამტყდარან, ასეთი ოკუპაციის ხაზები აუცილებლად დაინგრევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა.

”ჩვენ ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი პრეზიდენტი ორი ქვეყნისა, ორი ამაყი ხალხის, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი. მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასოდეს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეეყანაში, ჩვენს სახელმწიფოებში დაინგრევა. ჩვენი სახელმწიფოები იქნებიან ისეთივე სუვერენულები და დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში ერთი სახელმწიფოს, რუსეთის გარდა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."