პეტრო პოროშენკო - ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის

პეტრო პოროშენკო - ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის

ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

"მე აქ ვიმყოფები ჩემს ქართველ კოლეგასთან ერთად, რომ დავაფიქსირო უკრაინის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შევინარჩუნოთ. ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის. ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს და მეორე მხარეს - ცრემლს, უფლებების დარღვევას, მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების საშუალება... ეს ჩვენთვის არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ როგორც უკრიანის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."