რა წერია საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში

რა წერია საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში

საქართველო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის დიდი ხნის წევრია. საქართველო აშშ-სთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე და გლობალური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს მტკიცე პარტნიორად რჩება, - ნათქვამია ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს, დავით ბორჭაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო.

"საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა აშშ-სთან და რეგიონალურ კოლეგებთან. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში ეროვნული პროგრამის განხორციელებაში. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 50-დან 100-მდე საქართველოს მოქალაქე სირიაში და ერაყში იბრძოდა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ისლამისტმა ექსტრემისტებმა საქართველო სატრანზიტო ტერიტორიად გამოიყენეს", - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მთლიანობაში გააუმჯობესა სასაზღვრო უსაფრთხოება, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევას. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ გააჩნია კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე), არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, საზღვრების დაცვის შესაძლებლობა შეზღუდულია.

ანგარიში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს შეეხება.

გიორგი გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" თანამშრომლებთან - ფოტო ექსპრემიერის "ფეისბუქიდან"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რას ნიშნავს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძეს მიანიჭა?