შალვა ხუციშვილი რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლაზე

შალვა ხუციშვილი რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლაზე

მესაზღვრე იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას მოცემულ სიტუაციაში აქვს, იღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საქართველოში რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

"კონკრეტულ შემთხვევაში, მესაზღვრე იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას მოცემულ სიტუაციაში აქვს, იღებს გადაწყვეტილებას. თუ რა თქმა უნდა, კანონის დარღვევას აქვს ადგილი, შესაბამისად მოქმედებს", - განაცხადა ხუციშვილმა.

რუსული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” მოწვევით საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია გეგმავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."