ანა დოლიძე უმრავლესობას - მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით

ანა დოლიძე უმრავლესობას - მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით

მიუხედავად იმისა, უმრავლესობა დაძლევს თუ ვერა ვეტოებს, აუცილებელია მათ ვაჩვენოთ, რომ "მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დადგება - უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოებს, ვერ დაძლევეს, აუცილებელია დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, მათ შორის, უმრავლესობას, რომ მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით; ვაჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას - ხალხნო, თვითმმართველობას 7 ერთეულში ართმევენ ავტონომიას. მით უმეტეს, ეს თავად "ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმაა. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ის პოზიტივი, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებდა, უკან ტრიალდება და მიდის ვითარების გაუარესებისკენ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."