ანა დოლიძე - ვინმეს აინტერესებს ეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის?!

ანა დოლიძე - ვინმეს აინტერესებს ეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის?!

ვინმეს აინტერესებს ეს კინკლაობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და მუდმივი აპელირება საქართველოს პრეზიდენტის არსებობის ფაქტზე იმ ხალხის მიერ, ვინც ავირჩიეთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ პოლიტიკა?!, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც "ამბასადორიალი 2017"-ზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს მოჰყვა.

"თქვენ ახლა გიყურებთ ხალხი და მე მაინტერესებს, ვინმეს აინტერესებს ეს კინკლაობა?! ვინმეს თქვენი მაყურებლებიდან თუ აინტერესებს ეს გაცვლა-გამოცვლა და მუდმივი აპელირება საქართველოს პრეზიდენტის არსებობის ფაქტზე იმ ხალხის მიერ, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ იმისთვის, რომ ისხდნენ და ჩამოაყალიბონ პოლიტიკები, ჩამოაყალიბონ სერიოზული და რეალური პრობლემის გადაჭრის გზები. მაგალითად, "ინტერპრესნიუსი" ჩართეთ და ნახავთ, რა ხდება ქვეყანაში - ყოველდღიური ქუჩური გარჩევები, ადამიანების მუდმივი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დახრჩობა სხვადასხვა მდინარეებში და ტბებში - თქვენ რა გგონიათ, პარლამენტარების საქმე არ არის, ეს საკითხები გადაწყვიტონ?! ეს ხალხი პარლამენტში არის იმისთვის, რომ ყოველდღე უნდა დებდნენ საკანონმდებლო პაკეტებს, რომლებიც აუმჯობესებს ჩვენი უსაფრთოების გრძნობას", - განაცხადა ანა დოლიძემ.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ "ამბასადორიალზე" გაკეთებული განცხადებები "ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად" შეაფასა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."