"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც კომერციული ტარიფი აჭარბებს საყოფაცხოვრებო ტარიფს"

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც კომერციული ტარიფი აჭარბებს საყოფაცხოვრებო ტარიფს"

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.

"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარემ ქალბატონმა ირინა მილორავამ ტელეკომპანია "პირველთან" სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხმარებლების 53 %-ს ტარიფი აქვს დერეგულირებული, (დაახლოვებით 9 წლის წინათ გამოცემული ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით) და მათ ბუნებრივი აირი მიეწოდება მაღალ ტარიფად და ამ ტარიფს მომხმარებლისათვის განსაზღვრავს გამანაწილებელი კომპანია და არა რეგულატორი.მილორავამ ასევე აღნიშნა თუ გაუქმდება მინისტრის ეს ბრძანება ტარიფი მოექცევა რეგულირების ქვეშ და ამ მომხმარებლებს ტარიფი შეუმცირდებათ. მრავალი წელია მე და ჩემი კოლეგები ვსაუბრობთ,ვწერთ და ვითხოვთ ამ ყოვლად ალოგიკური ბრაძენების გაუქმებას(მიწოდების დერეგულირება?? ,როცა ქვეყანაში ერთი მონოპოლიური გაზის მომწოდებელი გვყავს!), თუმცა უშედეგოდ, მაგრამ მარეგულირებული კომპანიის თავჯდომარის მიერ გაჟღერებულმა ამ წინადადებამ გარკვეული იმედი გააჩინა ,რომ მოხდება ენერგეტიკის მინისტრის მიერ ამ ყოვლად გაუმართლებელი, გნებავთ უამრავი "უბედურების" მომტანი ბრძანების გაუქმება.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."