NDI-ის წარმომადგენელი - იმედგაცრუებული ვართ...

NDI-ის წარმომადგენელი - იმედგაცრუებული ვართ...

იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენი წინა რეკომენდაციები ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნა, - ამის შესახებ NDI-ის წარმომადგენელმა მაიკლ მაკნოლტიმ ჟურნალისტებს განუცხადა. დელეგაციის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად მოხდება.

"რეკომედაციების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ღია დარჩა", - განაცხადა მაკნოლტიმ.

NDI-მ დღესვე სხვადასხვა უწყებებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

"მომავალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაა მნიშვნელოვანი. დედაქალაქის მერი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მმართველ ძალას, ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გამართული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ძალთა ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქართველოს მასშტაბით, მომავალი არჩევნები იქნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების გამოცდა; ოპოზიციურ პარტიებს საშუალება ეძლევათ პოლიტიკური რელევანტურობა წარმოაჩინონ. არჩევნების შედეგები ასევე განსაზღვრავს, მოხდება თუ არა "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია", - ნათქვამია ანგარიშში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."