აპირებს თუ არა საპატრიარქოს თხოვნის გათვალისწინებას "ქართველთა მარში", ამ დრომდე უცნობია

აპირებს თუ არა საპატრიარქოს თხოვნის გათვალისწინებას "ქართველთა მარში", ამ დრომდე უცნობია

ამ დრომდე უცნობია, აპირებს თუ არა საპატრიარქოს თხოვნის გათვალისწინებას "ქართველთა მარში". როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც მარშის ორგანიზატორები თბილისში ჩამოვლენ.

"ქართველთა მარშის" ორგანიზატორთა ნაწილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სნოში შეხვდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და დეტალები უცნობია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ორივე მხარეს მოუწოდა, არ გამართონ აქცია, რათა თავიდან იყოს აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები. მიუხედავად საპატრიარქოს მოწოდებისა, "ევროპული საქართველო" აღმაშენებლის გამზირზე აქციის გადადებას არ აპირებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."