გიგა ბოკერია - ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში

გიგა ბოკერია - ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში

პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან და ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნიათ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიგა ბოკერიამ განაცხადა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში.

"დღევანდელი გამოწვევა არის არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში პუტინის ფაშისტები არსებობენ, ასეთები კარგ და დალაგებულ ქვეყნებშიც არიან, გამოწვევაა ის, რომ ისინი საქართველოში არიან გათავხედებული და მათ ივანიშვილის ხალხი მფარველობს. მათ საჯაროდ გაბედეს 25 წლის გოგოს გაუპატიურებით დამუქრება და ამის შემდეგაც არიან გონორზე", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ. მან აქვე აღნიშნა, რომ ასეთი ხალხი საქართველოში არ არის ბევრი და მათ არასდროს მიეცემათ ინიციატივის ხელში აღების საშუალება.

ანალოგიური შეფასება გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ხალხს საქართველოში ხელისუფლება კვებავს.

"საქართველოში დაცვა სჭირდება ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს, დაცვა სჭირდება გრიგოლ ფერაძის ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს სჭირდება დაცვა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა ქსენოფობიასა და კარჩაკეტილობას. ეს შავი ჭირი მსოფლიოში მძვინვარებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი გულავამ.

თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან."ანტიფაშისტური მარში" დაგეგმილია მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."