ე.წ. "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და არ გამართონ აქცია აღმაშენებლის გამზირზე.
სანდრო ბრეგაძე აღმაშენებლის გამზირზე მივიდა და საპატრიარქოს თხოვნა იქ შეკრებილებს პირადად გააცნო.
"ქართველთა მარშის" მონაწილეთა ნაწილი ბრეგაძის მოწოდებას არ ეთანხმება და მიაჩნიათ, რომ მათ "ევროპულ საქართველოს" აქციის გამართვის საშუალება არ უნდა მისცენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერები მსვლელობისთვის ამ წუთებში ემზადებიან .