"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ

"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ

"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ. "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" - ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგი.

აქციაში ასევე მონაწილეობენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისინი მსვლელობას "მარჯანიშვილის მეტროსთან" შეაჩერებენ და ამით აქცია დასრულდება. მასში მონაწილეობს "ევროპული საქართველოს" თითქმის ყველა ლიდერი. აღმაშენებლის გამზირზე არიან შეკრებილი პარტიის მხარდამჭერები და ის მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში ფაშიზმის იდეოლოგიის საფრთხეა.

პარალელურად "რკინიგზელთა სახლთან" შეკრებილი არიან "ქართული მარშის" მონაწილეები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი აქცია არ არის ორგანიზებული და მისი მონაწილეები პროტესტს ინდივიდუალურად გამოხატავენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."