უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, - "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა "რადიკალური პარტიიდან" იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა.

"მე მიდასტურებენ, რომ ქართველ იანუკოვიჩს მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ეს იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც იქნა, დაიწყო თავისი შეცდომების აღიარება. მან არაკანონიერად მიანიჭა ჩვენი მოქალაქეობა და ახლა თავის შეცდომებს ასწორებს", - დაწერა იგორ მოსიიჩუკმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება, პოროშენკოს პრესმდივნების ტელეფონებზე არავინ პასუხობს, ხოლო სააკაშვილის გარემოცვაში აღნიშნეს, რომ ამგვარ ინფორმაციას არ ფლობენ.

ცოტა ხნის წინ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა. უწყებაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია "მოქალაქეობის" შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მასში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ანკეტაში მცდარი მონაცემები მიუთითა.

წაიკითხეთ: უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს