როგორ ეხმაურება თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას

როგორ ეხმაურება თინა ბოკუჩავა  მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალქეობის ჩამორთმევის შესახებ, მისთვის ცნობილი არ არის.

როგორც ბოკუჩავამ ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია.

"ჩემთვის ცნობილი არ არის ასეთი ფაქტის შესახებ. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ - როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა, მისი პოლიტიკური დევნის მიზნით. შესაბამისად, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მას აქვს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. ძალიან ფუნდამენტური საერთაშორისო სტანდარტია, რომ ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ არის შესაძლებელი. მაშინაც კი, როცა სახელმწიფოები არცთუ ისე დემოკრატიულები არიან, როგორც წესი, მათი წარმომადგენლები ერიდებიან ხოლმე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას. ამ განცხადების ავთენტურობას, რომელიც გაავრცელა რადას წევრმა, მე ვერ დავადასტურებ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, - "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა "რადიკალური პარტიიდან" იგორ მოსიიჩუკმა განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."