ანა დოლიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის "შარიკოვი"

ანა დოლიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის "შარიკოვი"

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის "შარიკოვი", პერსონაჟი ბულგაკოვის ნაწარმოებიდან, რომელიც გარკვეული ვითარების გამო ხვდება თანამდებობაზე და შეურაცხყოფას აყენებს ყველას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს საქციელს.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის "შარიკოვი", პერსონაჟი ბულგაკოვის ნაწარმოებიდან, რომელიც გარკვეული ვითარების გამო ხვდება თანამდებობაზე და შეურაცხყოფას აყენებს ყველას. ის შეურაცხყოფას აყენებს ასევე ათიათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ. უდიერად მოიხსენიებს მათ. ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზებივით, რომელთაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. მაგრამ ჩვენს საზოგადობას არაერთხელ აქვს მითითებული ნულოვანი ტოლერანტობა მსგავსი დისკუსის მიმართ. დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს ქცევას", - განაცხადა ანა დოლიძემ.

საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."