არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება და პრესკონფერენციას გეგმავს

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება და პრესკონფერენციას გეგმავს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება და მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საერთაშორისო მედიისთის პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციის ზუსტ დროსთან დაკავშირებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ინფორმაციას არ ფლობენ. უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. მისი თანაგუნდელები კი, აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება დღეს გამოსცა. უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები მიხეილ სააკაშვილზე დამუშავებულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გადაგზავნილია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული მოქალაქეობის საკითხის კომისიის განხილვაზე და განხილული იყო კომისიის სხდომაზე. საიმიგრაციო სამსახური განმარტავს, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე.

მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-9 მუხლია. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, საიმიგრაციო სამსახურისთვის მოტყუების შედეგად, განზრახ ყალბი ინფორმაციის მიწოდებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."