სოზარ სუბარი - ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ. "მატროსოვზე" მოიხდის

 სოზარ სუბარი - ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ. "მატროსოვზე" მოიხდის

ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებს და თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ. "მატროსოვზე" მოიხდის, - ასე აფასებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს. სუბარის განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკურ აგონიაშია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც მოხდა, იყო კანონიერი. რაც შეეხება ზოგადად სააკაშვილს და მის ამ პოლიტიკურ ფართხალს, ის მრავალი წელია აგონიაშია და ეს აგონია ღრმავდება. ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებს და მოიხდის თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ. "მატროსოვზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."