ზაალ უდუმაშვილი - საქმე გვაქვს აშკარა პოლიტიკურ დევნასთან

ზაალ უდუმაშვილი - საქმე გვაქვს აშკარა პოლიტიკურ დევნასთან

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკურ დევნად აფასებს. უდუმაშვილის განცხადებით, ამ გზით უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური მოღვაწეობა შეაჩეროს, რეადგან მისი პარტიის რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება.

"საქმე გვაქვს აშკარა პოლიტიკურ დევნასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციის ლიდერია, მის პარტიას საათობრივად ემატებოდა რეიტინგი, შესაბამისად, ეს ყველაფერი ლოგიკური გააგრძელებაა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღარ განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა უკრაინაში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება დღეს გასცა. საიმიგრაციო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძვლები ჩამოთვლილია უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-9 მუხლში. კერძოდ, მოტყუების შედეგად, განზრახ ყალბი ინფორმაციის მიწოდების საშუალებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."