ნოდარ მელაძის კომენტარი "რუსთავი 2"-ის შენობაში გაჩენილ ხანძარზე

ნოდარ მელაძის კომენტარი "რუსთავი 2"-ის შენობაში გაჩენილ ხანძარზე

არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

"ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიაციების ქსელი. ახლა არ ვიცით, ეს ქსელი რა მდგომარეობაშია. დამწვარ სექტორში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, არ ვიცით, რა მდგომარებაა ადგილზე", – აღნიშნა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არის ძლიერი დაკვამლიანება სტუდიაში, შესაბამისად, თანამშრომლები ვერ ახერხებენ გაარკვიონ, თუ რა ხდება ტელეკომპანიის შენობაში.

"არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. არ მგონია, რომ ზარალი იყოს ცოტა", – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ამ დროისთვის "რუსთავი 2"–ის შეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ნახეთ ვიდეო

ნახეთ: ხანძარი "რუსთავი 2"-ში - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი