დიმიტრი მედვედევი სააკაშვილისთვის მოქალაქობის ჩამორთმევაზე

დიმიტრი მედვედევი სააკაშვილისთვის მოქალაქობის ჩამორთმევაზე

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოეხმაურა.

"სააკაშვილის ბედი გასაოცარია: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა.

უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრობა გასაოცარია - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, შემდეგ გუბერნატორი გახადეს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და საქართველოში ექსტრადირებაზე დათანხმდნენ. ყველაფერი ეს ამ ორი ადამიანის მაღალ მორალურ თვისებებზე მეტყველებს, რომლებმაც ფანტასტიური ტრაგიკომედია გაითამაშეს. Show must go on (შოუ უნდა გაგრძელდეს)", - წერს დიმიტრი მედვედევი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."