მიხეილ სააკაშვილი - "ივანიშვილსაც არ სჭრიდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა"

მიხეილ სააკაშვილი - "ივანიშვილსაც არ სჭრიდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა"

ივანიშვილსაც არ სჭრიდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა, რადგან როგორც უკარაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, საქართველოშიც იგივეა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო. მე პატარა ბავშვი არ ვარ. საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა [პოროშენკო], ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა და ბათუმში ჩასვლა ტყუილად არ მოიგონა, იმიტომ, რომ ურეკში უნდოდა შევლა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი. რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. ჩემი ინფორმაციით, როცა იყო საქართველოში ჩასული, იყო ივანიშვილთან ურეკში, ილაპარაკეს ამ თემებზე. პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილსაც არ სჭრიდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა... ასე რომ, ეს გააკეთა მაშინ, როცა არ ვიყავი უკრაინაში, ვინაიდან უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, მაშინ უნდა ყოფილიყო საუბარი საქართველოში ექსტრადიციაზე. საქართველოს ჩემი გადმოცემა არ სჭირდება. როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა", - განაცხაცდა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოლიგარქებისთვის, რომლებიც უკრაინას მართავენ, ის "სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ" იქცა, მაგრამ რაც მეტად შეებრძოლებიან, მით მეტად გაძლიერდება.

"უკრაინაში მე მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია, 100 000 აქტივისტი, 26 რეგიონში დიდი შტაბები, ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ქსელი, ბიზნესმენების... ეს ხალხი არსად გაქრება, ამ ხალხთან ერთად ჩვენ ვაპირებთ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას", - დასძინა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."