"საქართველოს ბანკის" აქციები და ანგარიშები "დოიჩე ბანკში" - ირაკლი კოვზანაძის 2 მილიონ ლარად შეფასებული ქონება

"საქართველოს ბანკის" აქციები და ანგარიშები "დოიჩე ბანკში" - ირაკლი კოვზანაძის 2 მილიონ ლარად შეფასებული ქონება

საქართველოში ზოგიერთი მინისტრისა და პარლამენტარის ქონება რამდენიმე მილიონს შეადგენს.

"ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, ქართველ მილიონერთა კლუბის ერთ-ერთი ახალი წევრი პარლამენტარი ირაკლი კოვზანაძეა, რომლის ქონებაც 2 მილიონ ლარად არის შეფასებული.

მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კოვზანაძე ფლობს 826 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში; ამავე მისამართზე 591 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 180 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში; 181,14 კვ. მეტრი ფართობის აგარაკს წყნეთში; ამავე მისამართზე მდებარე 1 010 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 1500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ფონიჭალაში.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი MERCEDES-BENZ; მემკვიდრეობით მიღებული ავეჯის კოლექცია და სურათების კოლექცია, რომელიც ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძისგან ერგო მემკვიდრეობით. კოვზანაძე ფლობს ასევე სს "საქართველოს ბანკის“ აქციებს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."