"ნარმანიამ მერობის პერიოდში 3 მილიარდი ლარი დახარჯა"

"ნარმანიამ მერობის პერიოდში 3 მილიარდი ლარი დახარჯა"

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით დავით ნარმანიამ მისი მერობის პერიოდში 3 მილიარდი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან.

როგორც ხაბეიშვილმა, "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა, 3 მილიარდიდან 229 000 000 ლარი უშუალოდ ხელფასებში, პრემიასა და დანამატებში დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარმანიას მენეჯმენტი 229 მილიონი დაგვიჯდა.

"441 მილიონი ლარი მათი კომფორტისთვის დავხარჯეთ სამ წელიწადში, რაც ავტომობილით მომსახურებას, საწვავით, სამივლინებო ხარჯით, წარმომადგენლობითი ხარჯით, სარესტორნო ხარჯით, ავეჯის, დაზღვევით და ა. შ. უზრუნველყოფას ნიშნავს.

600 000 000 ლარი დაიხარჯა სოციალური მიმართულებით. მიუხედავად კოლოსალური დახარჯული

თანხისა შედეგი არსად სჩანს. კიდევ უფრო გაღარიბებული და გაღატაკებულია ხალხი და ამაზე უფასო სასადილოებში ბენეფიციართა ცოცხალი რიგებიც მეტყველებს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."