კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:54 / 31-07-2017
6 შეცდომა, რომლის გამოც თეა წულუკიანმა კრიტიკა დაიმსახურა
რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამი კანდიდატიდან ორი დაიწუნეს. იუსტიციის სამინისტრომ ახალი კანდიდატების შესარჩევად ქვეყნის შიგნით კონკურსი კიდევ ერთხელ გამოაცხადა.

პროცესი უკვე მეორედ არ შედგა, რასაც ექსპერტები და ოპოზიციური პარტიები წულუკიანის უწყების მორიგ მარცხად აფასებენ. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების თქმით, "პროცესი, რომელიც ჩაატარა იუსტიციის სამინისტრომ აღსავსე იყო მაქინაციებით იმისათვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვედრილიყვნენ სტრასბურგში გასაგზავნ სამეულში". მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესის ჩავარდნას, მწვავე შეფასება მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წულუკიანის უწყება და თავად მინისტრი, კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა "ჩავარდნილი საქმეების" გამო. გადავხედოთ თეა წულუკიანის მოღვაწეობის 4-წლიან პერიოდს და გავიხსენოთ ფაქტები, რომლის გამოც მინისტრმა ოპონენტების და საზოგადოების უკმაყოფილება დაიმსახურა:

  • იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება
იუსტიციის მინისტრობის პირველივე წელს, თეა წულუკიანმა ვერ შეძლო უზრუნველეყო მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს დასაკომპლექტებლად სამართლიანი და ობიექტური პირობები. 2013 წლის წლის 16 ივნისს იუსტიციის საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე აირჩიეს, მოსამართლეები კენჭს მხოლოდ ერთ კანდიდატს, ლევან მურუსიძეს უყრიდნენ, რადგან ოთხმა კანდიდატმა მის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა. საბოლოოდ, იუსტიციის საბჭო ისე დაკომპლექტდა, რომ ის საბჭოს მდივანს ემორჩილებოდა და მასზე გავლენას იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ ახდენდა.

ლევან მურუსიძე წლების განმავლობაში კოტე კუბლაშვილის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2005-2015) მარჯვენა ხელი და არაერთი სკანდალური საქმის მოსამართლე იყო, მათ შორის, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებში ფიგურირებდა.

  • პოლიტპატიმრების საქმეების მოსამართლეები უვადო მოსამართლეებად
ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობად ითვლება ისიც, რომ პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირების საქმის მოსამართლეებს, ასევე, მოსამართლეებს, რომელთა გადაწყვეტილებების ხელახალი განხილვების შემდეგ რადიკალურად განსხვავებული განაჩენი დადგა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადის გასვლის მიუხედავად, მანდატი გაუხანგრძლივდათ და სასამართლო სისტემაში დარჩნენ. მეტიც, შესაძლოა ისინი უვადო მოსამართლეებადაც გამწესდნენ.

  • მართლმსაჯულების რეფორმა
თეა წულუკიანის წარუმატებლობად ითვლება ისიც, რომ მართლმსაჯულების რეფორმის "მესამე ტალღის" დამტკიცება პარლამენტში გაჭიანურდა - პირველი საკომიტეტო მოსმენები კანონპროექტმა ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გაიარა, თუმცა კანონად 2016 წლის დეკემბერში იქცა. ექსპერტების მიერ "მესამე ტალღის" დამტკიცება შეფასდა როგორც "დაგვიანებულ და არასაკმარის სვლად". "მესამე ტალღაში" ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტს წარმოადგენს სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის შემოღება. როგორც იურისტები და პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, ამ ტემპით სასამართლო სისტემაში შედეგს ვერ გამოიღებს რეფორმის "მეოთხე ტალღაც", რომლის განხილვაც ასევე ჭიანურდება, არადა, "მეოთხე ტალღა" იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ის მოსამართლეთა შერჩევის წესის გასაჩივრებას ითვალისწინებს.

  • მაღალჩინოსნების ექსტრადირების პროცესი
იუსტიციის სამინისტრო კურირებს ექსტრადირების პროცესსაც - დასავლეთის ქვეყნებთან ბრალდებული პირის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროებს შორის მყარდება. იუსტიციის სამინისტრომ ვერ შეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების: დავით კეზერაშვილის, დათა ახალაიას, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის ექსტრადირება.

  • სკანდალი ირანთან
თეა წულუკიანის ინიციატივით, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, საქართველომ 100-ზე მეტ ქვეყანასთან შეინარჩუნა უვიზო რეჟიმი, მაგრამ 90 დღემდე შეამცირა საქართველოში უვიზოდ
ყოფნისთვის მანამდე მოქმედი თითქმის ერთწლიანი პერიოდი; უვიზო რეჟიმი საერთოდ გაუქმდა 10-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამას მოყვა თეა წულუკიანის განცხადება: "როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ტურისტული ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება - ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების.... მერე ჩვენ შეგვიძლია, რომ უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ან ტურისტია, და რაც მთავარია, ინვესტორია".

ირანის საელჩომ წულუკიანის ამ განხცადებას არაკვალიფიციური და გაუაზრებელი უწოდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საიმიგრაციო პოლიტიკის ამ ფორმით გამკაცრება ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ანალიზიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, შემცირებული ვადების ან ვიზის აღების წესების ცვლილება ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა. 2016 წლის თებერვალში საიმიგრაციო პოლიტიკა ისევ ლიბერალური გახდა და ირანთან უვიზო მიმოსვლა ისევ ძალაში შევიდა. სავიზო რეჟიმის გამკაცრება საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებლად შეფასდა.

  • სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატები
სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ორჯერ დაიწუნა. პირველ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრის მიერ მოწონებული კანდიდატები სტრასბურგში არაკვალიფიციურად შეფასდა, მეორედ კი, სტრასბურგის სასამართლომ ასაკი და გამოცდილება დაასახელა სოფო ჯაფარიძისა და შოთა გეწაძის კანდიდატურის ჩავარდნის მიზეზად.


რუსა შელია
AMBEBI.GE

10:38 / 16-08-2017
jiji
0
ხალხი რომ დაახარისხა, იმ სახელმწიფოებს ეგიარებინა აბხაზეტი და ოსეტი როგორ იქნებოდა დელიცჰკი ა,,,. ამას რომ მინისტრი ვერ განსაზგვრავს,,,.
16:31 / 11-08-2017
Meri
1
Eს ქალი კატასტროფაა , რატომ არ ცვლიან , გაუგებარია
მსგავსი სიახლეები
"რა გახდა სამი ისეთი იურისტის მოძებნა ამ ქვეყანაში, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას?!"
+PHOTO| თეა წულუკიანმა მეუღლესთან ხელი გასული წლის 4 დეკემბერს მოაწერა
ფოტოები იუსტიციის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა
+VIDEO: საპატიმროდან გაქცევის ყველა ისტორია სწრაფად ემსგავსება ლეგენდას
ახალშობილს მშობლებმა მარიამი (მერი) დაარქვეს
იუსტიციის მინისტრი და მისი მეუღლე ნუგზარ კაკულია პირველ შვილს ელოდებიან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:14 / 23-08-2017  Image პატრიარქმა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეებს საკვები და სასმელი გაუგზავნა
"ვამბობთ "ღმერთის გარეშე არაფერი ხდება", მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა"
14:10 / 23-08-2017  Image რა ბედი ეწიათ ბორჯომის ტყეში მობინადრე ცხოველებს
უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობის ბიომრავალფეროვნებას ხანძარი ანადგურებს
14:48 / 23-08-2017  Image თბილისელმა მძღოლმა "სითი-პარკს" 16 000-ლარიან ჯარიმაზე სასამართლოში დავა მოუგო
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 1 წლის განმავლობაში დაგროვილი 10-ლარიანი საჯარიმო ქვითარი დაგვიანებით ჩაბარდა"
14:23 / 23-08-2017  Image თაკო ნაცვლიშვილის უმცროსი და, რომელსაც ასევე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ოჯახს ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილიც შეეძინა
13:01 / 23-08-2017  Image "ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი
"პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49